logo
ENG



უგულავა ოპოზიციას: ნუ ვიზამთ ისე, რომ "ოცნება" დაგვავიწყდეს და ერთმანეთს შევასკდეთ შუბლებით

27 აგვ 202021:10
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ოპოზიცია ბოლო რამდენიმე დღეა ერთმანეთთან კონკურენციაზე საუბრობს და ქართული ოცნება ყველას დაავიწყდა.

გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა" უგულავამ განაცხადა, რომ ოპოზიცია მთავარზე - ქართული ოცნების დამარცხებაზე უნდა კონცენტრირდეს. 

"რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ ამაზე, აღარავის აღარ ახსოვს ქართული ოცნების კანდიდატი, იმიტომ, რომ ყველანი ვხედავთ, ამჯერად ხატია დააყენეს გიორგი ვაშაძის და არა ქართული ოცნების კანდიდატის კონკურენტად. ნუ ვიზამთ, მეგობრებო, ისე, რომ საერთოდ დაგვავიწყდეს ქართული ოცნება და ერთმანეთს შევასკდეთ შუბლებით, არ არის ეს საზოგადოების დაკვეთა", - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, ევროპული საქართველო ისნის მაჟორიტარულ ოლქში მხარს გიორგი ვაშაძეს დაუჭერს.

ცნობისთვის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ისანში გიორგი ვაშაძის მხარდაჭერის ნაცვლად, მაჟორიტარ კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.


close დახურვა